თარგმანი

MTARGMNELI.GE გთავაზობთ

სწრაფ, მოსახერხებელ და პროფესიონალურ მთარგმნელობით მომსახურებას ნოტარიული დამოწმებითა და ადგილზე მიტანით შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თარგმანი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტექსტების თარგმნისას ყურადღება ეთმობა სათარგმნი მასალის თითოეულ კომპონენტს, განსაკუთრებით კი ტექსტის იდიომატურ და ფრაზულ გამონათქვამებს.

იურიდიული დოკუმენტაციის თარგმანი

თარგმნის პროცესი სრულდება აუცილებელი სიზუსტისა და ტერმინოლოგიის გამოყენების საჭიროების შესაბამისად, რაც არსებული ტექსტის სრულყოფილი თარგმნის საფუძველს წარმოადგენს.

ტექნიკური ლიტერატურის თარგმნა

ტექნიკური ლიტერატურის თარგმნისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თარგმნისთვის რელევანტური საშუალებების შერჩევას, რის შედეგადაც შესაძლებელია სრულყოფილი თარგმნა.

ლიტერატურული თარგმანი

სრულყოფილი ლიტერატურული თარგმანის მისაღებად თავდაპირველი ქმედებაა სათარგმნი ტექსტსის საფუძვლიან გააზრება. ამის შედეგად კი თარგმნა ხორციელდება მხატვრული ხერხების გამოყენებით.

ბიზნეს თარგმანი

ეკონომიკური, ფინანსური და ბიზნეს ტექსტების თარგმნა ხორციელდება შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით, ამ სფეროში გამოცდილი პროფესიონალი თარჯიმნების მიერ.

სამეცნიერო ნაშრომების თარგმანი

თარგმანის აბსოლიტური სიზუსტისა და სრულყოფილი სტრუქტურირებისათვის პირველ ეტაპზე ხდება არსებული ლიტერატურის შესწავლა, სპეციალური ტერმინოლოგიის შერჩევის შედეგად კი რეალიების გათვალისწინება და თარგმნა.

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა

თარგმნა ამ დარგის მიმართულებათა სიუხვიდან გამომდინარე მიმდინარეობს მრავალმხრივი მიდგომით. მიღებული თარგმანი კი მეტყველებს მიდგომის უპირეტესობასა და პროფესიონალიზმზე.

ვებ-გვერდების თარგმნა

ვებ-გვერდის სწორედ და ადეკვატურად თარგმნისთვის, სათარგმნი ტექსტის დიფერენცირების შემდეგ ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ტექსტების მთარგმნელებისგან შემდგარი გუნდის გამოცდილების გამოყენება და ჩართვა თარგმნის პროცესში.

ჩვენი უპირატესობები

ჩვენთან, ნებისმიერი სახის დოკუმენტის თარგმნისას, თქვენ მიიღებთ პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით :

თარგმანის სისრულე

ჩვენ გაწვდით აზრობრივად და გრამატიკულად გამართულ მასალას როგორც რუსულ ასევე ინგლისურ და ქართულ ენებზე.

სისწრაფე

ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სამუშაო დროს და ნამუშევარს გაწვდით წინასწარ განსაზღვრულ უმოკლეს დროში.

ფასები

მომსახურების ღირებულება, ყველა სირთულის თარგმანზე განისაზღვრება ერთი ფიქსირებული ფასით.

სანდოობა

წინასწარ დადებული შეთანხმების საფუძველზე იღებთ ჩევნს მომსახურებას შესაბამის განსაზღვრულ ვადებში.

ტერმინოლოგიის მოძიება

სპეციალიზირებული ტექსტებისათვის ვიყენებთ ინდივიდუალურ ტერმინოლოგიურ ლექსიკონს, ტერმინთა უზუსტობებისა და ხარვეზების გამოსარიცხად.

გადახდა

ჩვენ გთავაზობთ, როგორც შესაბამისი ინვოისით ანგარიშსწორებას ასევე ონლაინ გადახდას.

კონფიდენციალურობა

თქვენ მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს არ გადავსცემთ მესამე პირს, თქვენი თანხმობის გარეშე.

კორექტურა

ნათარგმნ მასალას მუდმივად ამოწმებს ჩვენი გუნდი გრამატიკული თუ სტილისტური გამართულობის უზრუნველსაყოფად.