გთავაზობთ სწრაფ, მოსახერხებელ და პროფესიონალურ თარგმანს ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით

MTARGMNELI.GE გთავაზობთ სწრაფ, მოსახერხებელ და პროფესიონალურ მთარგმნელობით მომსახურებას ნებისმიერ ენაზე, ნოტარიული დამოწმებითა და ადგილზე მიტანის სერვისით.

თარგმნა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

ვებ-გვერდის თარგმნა

ვებ-საიტების და ონლაინ მასალების თარგმანი, რომელიც მოიცავს ტექსტების, ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქტების, მათი დასახელებებს, მენიუს და სხვა ელემენტების ზუსტ თარგმანს.

სამეცნიერო ნაშრომების თარგმნა

აკადემიური ნაშრომების, კვლევების, წიგნების, პრეზენტაციების, ანოტაციების, ჩანაწერების და საგანმანათლებლო მასალების თარგმანი.

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა

სამედიცინო ანგარიშების, პაციენტის ჩანაწერების, კლინიკური კვლევების, ექიმის დანიშნულების, დაზღვევის საბუთების თარგმანი და ნოტარიული დამოწმება, აგრეთვე სხვა სამედიცინო დოკუმენტების ზუსტი თარგმანი.

ტექნიკური დოკუმენტების თარგმნა

ტექნიკური და საინჟინრო დოკუმენტაციის, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების, პროდუქტის დასახელებების, ტექნიკური ინსტრუქციების და პროდუქტის სპეციფიკაციების თარგმანი.

ეკონომიკური დოკუმენტების თარგმნა

ფინანსური ანგარიშების, ეკონომიკური კვლევების, ეკონომიკური დასკვნების, საინვესტიციო განაცხადების და საბანკო დოკუმენტების თარგმანი.

ბიზნეს ფაილების თარგმნა

მარკეტინგული მასალების, ბრენდინგის სტრატეგიების, ვებ-საიტების, ბიზნეს გეგმის, ბიზნეს სტატიების, ნიუსების და სარეკლამო კამპანიების თარგმანი.

პერსონალური დოკუმენტების თარგმნა

პირადი წერილები, CV-ები, რეზიუმეები, მოქალაქის პასპორტის, დაბადების მოწმობის, ქორწინების მოწმობის თარგმანი და ნოტარიული დამოწმება, აგრეთვე სხვა პირადი დოკუმენტების თარგმანი.

იურიდიული დოკუმენტების თარგმნა

სამართლებრივი დოკუმენტების, კონტრაქტების, საქმიანი შეთავაზებების, სასამართლო გადაწყვეტილებების, ტენდერის საბუთების თარგმანი და ნოტარიული დამოწმება, აგრეთვე სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ზუსტი თარგმანი.

ჩვენი უპირატესობები

ჩვენი კომპანია გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სანდოობითა და მაღალხარისხიანი მომსახურებით.

პროფესიონალიზმი

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი და კვალიფიციური თარჯიმნებისგან, ყველა მათგანი არის სერტიფიცირებული, რომლებიც უზრუნველყოფენ საკუთარი თარგმანის ნოტარიულ დამოწმებას. პასუხისმგებელი ვართ, რომ თქვენი ტექსტის თარგმანი იყოს ზუსტი, მკაფიო და შესაბამისი ორიგინალის შინაარსს.

ხარისხის კონტროლი

ჩვენი მომსახურება მოიცავს მრავალფაზიანი ხარისხის კონტროლის პროცესს, რაც უზრუნველყოფს ზუსტ და გრამატიკულად გამართულ თარგმანს. ჩვენი რედაქტორები და კორექტორები ყურადღებით ამოწმებენ ნათარგმ ტექსტს, რათა აღმოაჩინონ და გამოასწორონ შესაძლო შეცდომები.

სწრაფი და დროული მომსახურება

გთავაზობთ სწრაფ და დროულ მომსახურებას, რომელიც შეესაბამება თქვენს ვადებს. ჩვენ ვმუშაობთ ოპერატიულად და ეფექტურად, რათა ვუზრუნველვყოთ, რომ თქვენი შეკვეთა დასრულდეს დროულად და მაღალი ხარისხით.

თანხის გადახდის მეთოდები

კომპანიებთან ვთანამშრომლობთ მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებით, ინვოისის და მიღება-ჩაბარების დოკუმენტების საფუძვლეზე ხდება ანგარიშსწორება, აგრეთვე ელ.ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს დოკუმენტებს.

მრავალფეროვნება და მოქნილობა

ჩვენ გთავაზობთ თარგმნის სერვისებს სხვადასხვა მიმართულებებში, მათ შორის ბიზნესის, ტექნოლოგიის, მედიცინის, მარკეტინგის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. ჩვენი სერვისები საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებები.

კონკურენტული ფასები

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ფასებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენი მომსახურების ხარისხს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის თარგმანი მისაღებ ფასად. ღირებულების განსაზღვრის დროს ვითვალისწინებთ მასალის მოცულობას და მომხმარებლის მოთხოვნებს.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი მონაცემების და დოკუმენტების უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას. ჩვენი გუნდი და კორპორატიული კულტურა უზრუნველყოფს, რომ თქვენი ინფორმაცია იყოს დაცული.

ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენი გუნდი მზად არის იმუშაოს თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალურად, რათა უკეთ გაიგოს და დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები. ვთავაზობთ ინდივიდუალურ მომსახურებას, რომელიც შეესაბამება თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს.

ჩვენი დამკვეთები

272049338_5107262159284480_5567257991399486748_n
Simplifying IT
for a complex world.
Platform partnerships
Services
Business Challenges

Digital Transformation

Security

Automation

Gaining Efficiency

Industry Focus