ვაკანსია — მთარგმნელი

Mtargmneli.ge ეძებს სხვადასხვა უცხო ენის მთარგმნელებს ჩვენს გუნდში.

თუ კარგად ფლობ უცხო ენას, გაქვს თარგმნის გამოცდილება და გსურს იმუშაო საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე, გამოგვიგზავნე შენი CV და შემოგვიერთდი.

ვეძებთ მთარგმნელებს შემდეგი ენებისთვის:

 

  • 🇬🇧 ინგლისური
  • 🇷🇺 რუსული
  • 🇩🇪 გერმანული
  • 🇫🇷 ფრანგული
  • 🇮🇹 იტალიური
  • 🇪🇸 ესპანური
  • 🇹🇷 თურქული
  • 🇦🇲 სომხური
  • 🇦🇿 აზერბაიჯანული
  • და სხვა უცხო ენები
ძირითადი მოვალეობები
  • ტექსტების თარგმნა ქართულიდან უცხო ენაზე და პირიქით;
  • სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების, სტატიების, ვებგვერდებისა და სხვა მასალების თარგმნა;
  • თარგმანის სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ტექსტის სტილისა და კონტექსტის სწორად გადმოცემა;
  • თარგმანის ნოტარიული დამოწმება;
  • საჭიროების შემთხვევაში, თარგმნილი ტექსტის რედაქტირება და კორექტირება;
  • შეთანხმებული ვადების დაცვა.
ჩვენი მოთხოვნები
  • შესაბამისი უცხო ენის მაღალი დონით ცოდნა;
  • ქართული ენის კარგი ცოდნა;
  • სასურველია თარგმნის სფეროში გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის კარგი უნარი;
  • დავალებების შეთანხმებულ ვადებში შესრულების შესაძლებლობა.

გამოცდილება აუცილებელი არ არის ყველა პოზიციისთვის — თუ ფიქრობ, რომ შესაბამისი ენის ცოდნა და უნარები გაქვს, აუცილებლად გამოგვეხმაურე.

რას გთავაზობთ
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • სხვადასხვა და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
  • გამოცდილებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს/პროექტის შესაბამისად;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
როგორ გამოგვეხმაუროთ?

თუ დაინტერესებული ხართ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე ინფორმაცია თქვენ მიერ კარგად ფლობილი ენების და ნოტარიული დამოწმების შესახებ.

📩 ელფოსტა: [email protected] 

 
სათაურის ველში მიუთითეთ: „მთარგმნელი — [ენის დასახელება]

შემოგვიერთდი Mtargmneli.ge-ს გუნდში!
გელოდებით საინტერესო პროექტებსა და პროფესიულ თანამშრომლობაზე.

Simplifying IT
for a complex world.
Platform partnerships
Services
Business Challenges

Digital Transformation

Security

Automation

Gaining Efficiency

Industry Focus