რა არის ნოტარიული დამოწმება?

 

ნოტარიული დამოწმება ნიშნავს პროცესს, როდესაც დოკუმენტს ამოწმებს და ოფიციალურად ადასტურებს ნოტარიუსი — სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი.

ნოტარიუსი აკეთებს ფაილის ნოტარიუსთა სახელმწიფო პროგრამაში აღრიცხვას, უნიკალური კოდის მინიჭებას, ნოტარიუსის ოფიციალური ბეჭედის დასმას და სანოტარო აქტის გაკეთებას. 

ნოტარიული დამოწმების დროს იქმნება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, სადაც  ნოტარიუსი ადასტურებს, რომ:

  • დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ნამდვილად ის ადამიანია, ვინც წარადგინა დოკუმენტი

  • ხელმოწერა გაკეთებულია ნოტარიუსის თანდასწრებით

  • დოკუმენტის შინაარსი შეესაბამება კანონმდებლობას (კანონს არ ეწინააღმდეგება)

  • ასლი ზუსტად ემთხვევა ორიგინალს (თუ ასლის დამოწმებაა)

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ნოტარიული დამოწმებები:
  • ხელმოწერის დამოწმება

  • დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმება

  • თარგმანის ნოტარიული დამოწმება

  • მინდობილობის დამოწმება

  • განცხადებებისა და თანხმობების დამოწმება

რისთვის არის საჭირო?

ნოტარიული დამოწმება საჭიროა, როდესაც დოკუმენტს უნდა ჰქონდეს იურიდიული ძალა — მაგალითად:

  • სასამართლოში

  • ბანკში

  • სახელმწიფო უწყებაში

  • საზღვარგარეთ წარსადგენად

Tags

What do you think?

Related articles

Simplifying IT
for a complex world.
Platform partnerships
Services
Business Challenges

Digital Transformation

Security

Automation

Gaining Efficiency

Industry Focus