რა ეტაპებს მოიცავს თარგმნის პროცესი?

თარგმნის პროცესი მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას და კონცენტრაციას სათარგმნი მასალის მიმართ. მნიშვნელოვანია ყველა დეტალი მაქსიმალური სიზუსტით და თემატიკის შესაბამისი ენით გადაითარგმნოს , განსაკუთრებით თუ ეს ეხება სამედიცინო დოკუმენტების თარგმნას და ადამიანის ჯანმრთელობის საკითხებს, ვინაიდან ფიზიკურად შეუძლებელია ტექნიკური ან მთარგმნელობითი უზუსტობის გამოსწორება.  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი ყურდღება ენიჭება თარგმანის ნოტარიულ დამოწმებას, რაც საქართველოში ძალიან მოთხოვნადია პროცესია. 

თარგმნის და ნოტარიული დამოწმების ეტაპები:

დღევანდელ სამყაროში ყველაფერი თითქმის გაციფრულებულია , მათ შორის თარგმნის სერვისის მიღებაც ონლაინ არის შესაძლებელი სურვილი და საჭიროების მიხედვით სახლიდან გაუსვლელად. პროცესის დაწყების დროს:

  1. მომხმარებელი ელექტრონული სახით მეილზე ან საკონტაქტო ნომერზე გვიგზავნის სათარგმნი დოკუმენტების PDF ან ფოტო მასალებს, ისე რომ გარჩევადი იყოს სათარგმნის ტექსტი.
  2. ჩვენი კომპანის მთარგმნელი იმის მიხედვით თუ რომელ ენაზე არის დოკუმენტები სათარგმნი და რომელი თემატიკაა (სამედიცინო, ტექნიკური, იურიდიული) იღებს შეკვეთას. 
  3. მომხმარებელს ჩვენი მხრიდან ეგზავნება შეტყობინება თარგმანის შესრულების ვადას და ღირებულების შესახებ. 
  4. მომხმარებელი ახდენს ანგარიშსწორებას საბანკო გადარიცხვით და სურვილის მიხედვით ფორმდება თარგმანის მომსახურების ხელშეკრულება. 
  5. შეთანხმებულ დროს მთარგმნელი ასრულებს თარგმნას და მომხმარებელს ჩვენი კომპანიის მხრიდან ეგზავნება ნათარგმნი დოკუმენტები. 
  6. ნოტარიული დამოწმების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სურვილის მიხედვით შესაძლებელის როგორც ელექტრონული ფაილების ჩვენ ნოტარიუსთან დამოწმება მთარგმნელის მიერ, ან მომხმარებელი ესწრება პროცესს, ნოტარიუსთან ფიზიკურად მოაქვს დოკუემნტების დედნები და სრულდება თარგმანის ნოტარიული დამოწმება ოფიციალურად ნოტარიუსის მიერ. 
  7. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვაკეთებთ ელექტრონულად ნოტარიულ დამოწმებას, მომხმარებლის ადგილზე მოსვლა არ არის საჭირო, ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს ჩვენი კომპანია საკურიერო სერვისით აგზავნის მომხმარებლის სასურველ მისამართზე. 
  8. ნებისმიერი პროცესი არის ცვალებადი და დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და რეალობაზე , გამომდინარე აქედან ყველა დეტალი არის მომხმარებელთან შეთანხმების საკითხი. 
  9. იმ შემთხვევაში თუ ,,სასწრაფო თარგმანი” არის შესასრულებელი ჩვენი კომპანიიის რამდენიმე მთარგმნელი გადაინაწილებს სათარგმნ მასალას და ხშირ შემთხვევაში არასამუშაო დროსაც ვასრულებთ თარგმნას და ნოტარიულ დამოწმება , მათ შორის შაბათ დღეს, მხოლოდ იმ მიზნით რომ შესასრულოთ მომხმარებლის სურვილი და საჭიროება. 
Tags

What do you think?

Related articles

Simplifying IT
for a complex world.
Platform partnerships
Services
Business Challenges

Digital Transformation

Security

Automation

Gaining Efficiency

Industry Focus